„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა ნარკოპოლიტიკაა.
ამ საკითზე მართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.

ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გატარება მნიშვნელოვანია და ნარკომომხმარებლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღარ უნდა დადგეს.

მეორე ნაწილის აზრით, კი მათ უნდა მიიღონ კანონი, რომელიც მომხმარებლების შემცირებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

დღევანდელ სხდომას  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებიან.