ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულები იქნებიან აღიარონ ერთიადაიმავესქესის წყვილების ქორწინება

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლოდ დაამტკიცა რომ ევროკავშირის მოქალაქე ერთსადაიმავესქესის წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან  სამოქალაქო პარტნიორობაში აქვთ უფლება იცხოვრონ ევრიკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, ეს ქვეყანა აღიარებს თუ არა ჰომოსექსუალთა ქორწინებას.

ევროკავშირის კანონი თავისუფალი გადაადგილების შესახებ ვრცელდება ევროკავშირის მოქალაქის არაევროპელ მეუღლეებზე და ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ასევე მოიცავს ერთიდაიმავე სქესის  წყვილებსაც.

სასამრთლო წარიმართა რუმინელი რელუ ქემანის და ამერიკელი რობერტ ჰამილტონის ინიციატივით. წყვილი 2010 წელს დაქორწინა და 2 წლის შემდეგ მათ რუმინეთში საცხოვრებლა გადასვლა გადაწყვიტეს.

კანონმდებლობით სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ იცხოვრონ თავიანთი მეუღლეების ქვეყნებში. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ რუმინეთი არ აღიარებს ერთიდაიმავე სქესის ქორწინებას, ჰამილტონს ქვეყანაში მხოლოდ 3 ტვით დარჩენის უფლება მისცეს.

წყვილმა იჩივლა და ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოში შევიდა საქმე,  როგორც დისკრიმინაცია სექსუალურ ორიენტაციის ნიადაგზე.  სასამართლომ დაადგინა რომ ქომანის უფლებები, რომელიც მიანიჭა ევროკავშირმა გადაადგილებულიყო თავისულად, ევროკავშირის ქვეყნებში, იზღუდებოდა, რადგან ყავდა მეუღლე.

 საბოლოოდ, ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ერთიდაიმავე სქესის წყვილები ისარგებლებენ ევროკავშირის მოქალაქის უფლებებით.

ანუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულები არიან  აღიარონ ერთიადაიმავესქესის ადამიანების ქორწინება, მიუხედავად იმისა ქვეყანაში ითვლება თუარა კანონიერად ლგბტ ქორწინება.