თბილისის ლიგა დაიწყო!

14-15 აპრილს „მოყვარულთა თასი“ 2018-ის ფარგლებში, „ავაზას“, „ბასას“ და „მარაკანას“ სტადიონებზე თბილისის უმაღლესი და  პირველი ლიგების სასტარტო შეხვედრები გაიმართა.

უმაღლესი ლიგა გამარჯვებით დაიწყო შარშანდელმა ჩემპიონმა „სეუმ“, რომელმაც საკმაოდ ძლიერ „ტტც- ს“ ანგარიშით 2-0 სძლია.

აღსანიშნავია „უქიმერიონის“  და  უმაღლესი ლიგის ახალწვეულ „თ.ს სასამართლოს „ დაპირისპირება, რომელიც დამარცხების მიუხედავად საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და საინტერესო შეტევებსაც ახორციელებდა, თუმცა „უქიმერიონმა“ თავისი გამოცდილება კარგად გამოიყენა და საბოლოო ანგარიში 4-1 დააფიქსირა.

„35-ე თბილისმა“ ძალიან კარგი სტარტი აიღო და შარშანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთ ძლიერ კლუბ „აფხაზეთთან“ გამარჯვებას მიაღწია, საბოლოო ანგარიშით 2-0.

ამავე ლიგაში, „არისტოკრატებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს „ბასიანთან“  და საბოლო ანგარიში 2-0 დააფიქსირეს.

დანარჩენ შეხვედრებში უმაღლესი ლიგის გამოცდილმა გუნდებმა „ნახალოვკამ“  და „კვარტალმა“  დაძაბული შეხვედრა გამართეს, რომელიც საბოლოოდ „ნახალოვკას“ გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, „გორგიას“ გამარჯვება „პლატინუმთან“.  საბოლოო ანგარიში 3-1 „გორგიას“ სასარგებლოდ.

A და B ჯგუფების პირველი ტურის შეხვედრებმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა, მატჩების მთავარ არბიტრებს მხოლოდ რამოდენიმეჯერ მოუწიათ უხეშობის გამო ფეხბურთელების ყვითელი და წითელი ბარათებით დასჯა.

განსაკუთრებული ინტერესი A ჯგუფის რამოდენიმე შეხვედრამ გამოიწვია. გასული წლის  გამოკვეთილმა ლიდერებმა თბილისის პირველი ლიგის წლევანდელი სეზონიც გამარჯვებებით დაიწყეს - რამოდენიმე შეხვედრა კი საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია „კოლხეთის“ ბრწყინვალე სტარტი, რომელმაც „ვაზისუბანი 1975“ გამანადგურებელი სხვაობით, ანგარიშით 10:1 დაამარცხა. უხვგოლიანი გამოდგა „იმედი“ – „ირაოს“ დაპირისპირება, რომელიც „იმედის“ მარცხით, ანგარიშით 3:7 დასრულდა. ამავე (A) ჯგუფში, „კახორმა“ 8 უპასუხო გოლი გაუტანა „ვერას“.

A ჯგუფისაგან განსხვავებით, B ჯგუფის შეხვედრებში გამანადგურებელი ანგარიშით მარცხი არ დაფიქსირებულა. B ჯგუფის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი „გრასრუტსა“ და „დინამო სოხუმს“ შორის გაიმართა, რომელიც „გრასრუტის“ გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა. იგივე ანგარიშით „სპარტამ“ „თბილისი სიტი“ დაამარცხა, ხოლო „მეთოფეები“ „ტიფლისთან“ დამარცხდნენ, ანგარიშით 1:4.

გატანილი და გაშებული ბურთების უკეთესი თანაფარდობის შდეგად, A ჯგუფს „კოლხეთი“ ჩაუდგა სათავეში. რაც შეეხება B ჯგუფს - პირველ პოზიციას „თბილისი სითი“ იკავებს.

თბილისის ლიგის ოფიციალური პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთის განვითარების ფონდი.