ხურტკმელი – არის ხურტკმელისებრთა ოჯახიდან. ხურტკმელი 1 მეტრამდე სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია, 3-5 ბლაგვნაკვთებიანი, მცირე ზომის – 1-5 სმ სიგანის, ქვედა მხრიდან შებუსვილი ფოთლებით. ფოთლის ქვედა მხარის ძარღვების გაყოლებაზე არსებული ბუსუსები უხეში და მჩხვლეტავია.
მცენარე კარგად იტანს გვალვას და სიცივესაც. სინათლის მომთხოვნია. კულტივირებულია ფართოდ, მრავლდება თესლით და ვეგტაციურად – კალმებით, ბუჩქის დაყოფით, ძირკვის ამონაყარს უხვად ინვითარებს.
![ხურტკმელი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! image](https://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016062117244067247.jpg)
ხურტკმელი არის ძალიან მარტივად გასაზრდელი და მოსავლელი მცენარე. ამასთან ერთად გამოირჩევა უამრავი სარგებელით. კავკასიის მხარეში მას ასევე ხურტკმელის ყურძენსაც ეძახიან. არის ძალიან სასარგებლო და გასაკუთრებულ გემოს ატარებს. მომწიფებას იწყებს ივნისის თვიდან.
![ხურტკმელი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! image](https://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016062117272567247.jpg)
ხურტკმელი შეიცავს საკმაო ოდენობით A, B, C და E ვიტამინებს. ასევე მდიდარის კალციუმით, ფოსფორით, კალიუმით, მანგანუმით და რკინით.
![ხურტკმელი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! image](https://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016062117300867247.jpg)
ხურტკმელა წნევას ამცირებს! ამავდროულად ძალიან ეფექტურ ინსტრუმენტად გამოიყენბა გულის სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ. ასევე ასუფთავებს სისხლს ტოქსინებისგან და ამცირებს ქოლესტერინს.
![ხურტკმელი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! image](https://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016062117330767247.jpg)
ხურტკმელა ორგანიზმში ქმნის საფაღარათო ეფექტს, რაც ნაწლავების საქმიანობას აუმჯობესებს. გარდა ამისა, მას აქვს შარდმდენი და ნაღვლის ბუშტის წმენდის განსაკუთრებული თვისებები.
![ხურტკმელი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! image](https://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016062117360067247.jpg)
ხურტკმელას ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისება არის, კიბოს უჯრედების წინააღმდეგ გამოყენებული ნარკოტიკული წამლებისგან გამოდევნილი მავნე ნივთიერებების დაიგნორება და განადგურება.
![ხურტკმელი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! image](https://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016062117410567247.jpg)
ხურტკმელა ეფექტურია მენსტრუაციის და გაჭიანურებული მენოპაუზის სისხლდენის
დროსაც. იგი დადებით გავლენას ახდენს ამ ორ უკანასკნელ მოვლენაზე.
სცადეთ ასევე ხურტკმელას ფოთლის ჩაიც. ნამდვილად სასიამოვნო არომატის მატარებელია, ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებლად მოგეწონებათ.
![ხურტკმელი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! image](https://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016062117434867247.jpg)
ხურტკმელას ჩაი ეფექტურია ანთებითი რევმატიზმის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების და
ხერხემლის ოსტეოქონდროზის წინააღმდეგ.
ხურტკმელის ნაყოფი პოპულარულია ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და გასუქების საწინააღმდეგოდ. ხალხური მედიცინა მასვე იყენებს კუჭსასაქმებლად შარდ და ნაღველდამდენ საშუალებად. საუცხოო თაფლოვანი მცენარეა.
![ხურტკმელი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! image](https://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016062117462467247.jpg)
და ბოლოს… არ დაგავიწყდეთ, თუ თავის ტკივილები შეგაწუხებთ, მაშინ მიირთვით ხურტკმელა!!!
![ხურტკმელი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! image](https://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016062117474067247.jpg)
წყარო : Intermedia.ge