16 მაისს გარდაბანში მკვლელობა მოხდა. ცნობილია, რომ ძმამ და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ახალგაზრდა მამაკაცი დას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი 4-ჯერ დაარტყა დანა.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი გარდაცვლილი ქალი 30 წლამდე შახლა ისმაილოვა იყო. როგორც Ambebi.ge-ს ადგილობრივი უყვება, ახალგაზრდა ქალს ქმარი და ორი შვილი დარჩა.
- პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა.
წყარო : Ambebi.ge