ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი განქორწინებას გეგმავენ – რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი

ცოტა ხნის წინ, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი განქორწინებას გეგმავენ. ამის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი ტაბლოიდი წერს. ინსაიდერების ცნობით, წყვილი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობს.

„ბოლო თვეების განმავლობაში ისინი სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ ცალ ცალკე, ბენი უკვე სხვა სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ახალ სახლს ეძებს ჯეი ლოც“, – აცხადებს ინსაიდერი.

ცნობისთვის, გასულს კვირას ჯენიფერ ლოპესი „მეთ გალას“ ღონისძიებაზე მეუღლის გარეშე მივიდა და პარიზშიც მარტო გაემგზავრა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.