UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუია ინსტაგრამზე ფოტოს ავრცელებს, რომელშიც ის ილიასთან ერთად იახტაზე პოზირებს.
„როდესაც ამ ფოტოს ერთი წელი შეუსრულდება, ჩვენი შვილიც ჩვენთან ერთად იქნება“, – წერს ჯორჯინა ფოტოზე.
ილია თოფურია და მისი მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუია პირველ შვილს ელოდებიან.