7, 8 და 9 აპრილთან დაკავშირებით, ექსტრასენსი მარიამ ციმინტია ინფორმაციას ავრცელებს:
„ბევრი ვიდეო ვნახე, ზოგი საინტერესო, ზოგი ცრუ, რომ ამ სამ დღეში სამყარო აღარ იქნება, არ იქნება ინტერნეტი, ცხოვრება არ გაგრძელდება და ა.შ. პერიოდი მართლა მძიმეა… 2024 წელი საკმაოდ რთული წელიწადია, ბევრს შეგვაშინებენ, აპრილი ხომ საერთოდ… მზის დაბნელება იმდენად საშიში არ იქნება, რამდენადაც შემდგომი მოვლენები.
კაცობრიობის ფსიქიკაზე დიდი ზეწოლა იქნება: პოლიტიკური, ომების კუთხით, ინფლაციის კუთხით და ა.შ.
ისედაც იცით, მზის დაბნელება შარშან და შარშანწინაც იყო, ამ პერიოდში ყოველთვის ხდება, მაგრამ ეს მზის დაბნელება უფრო მძიმე იქნება. ამას მზეზე დიდი აფეთქებაც ემთხვევა, რასაც კატაკლიზმები და რეაქციები მიჰყვება დედამიწის მხრიდან. ეს იმოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე, მათზე, ვინც არის მგრძნობიარე… მაქსიმუმ, 1 კვირის განმავლობაში შეიძლება, იგრძნოთ თავბრუს ხვევა, გულისრევის შეგრძნება, სიმძიმე… თუმცა, ყველაზე მეტად შაკიკზე მოქმედებს,“ – ამბობს ციმინტია.