თუკი დიდი ხანია გენატრებათ იმ ნაყინის გემო, რომელსაც ბავშვობაში მიირთმევდით, ეს რეცეპტი თქვენთვისაა.
ინგრედიენტები
რძე – 0,5 ლ
შაქარი – 150 გრ
კვერცხის გული – 3 ცალი
მაღალპროცენტიანი ნაღები – 300 მლ
ვანილი – 1 შეკვრა
მომზადების წესები
გაათბეთ რძე 36 გრადუსამდე, გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ კვერცხის გულები და ათქვიფეთ.
დაუმატეთ შაქარი და ვანილი. დადგით ორთქლის აბაზანაზე თან ურიეთ, მასა რომ გასქელდება გადმოდგით და გააგრილეთ.
კარგად ამოიყვანეთ მაღალპროცენტიანი ნაღები. ფრთხილად შეურიეთ უკვე მომზადებულ მასას და შედგით საყინულეში რამდენიმე საათი. (გაყინვის პერიოდში საჭიროა ამოურიოთ 3-4 ჯერ).
წყარო : Gemrielia.ge