კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს პატრიარქის თითოეულ სიტყვას და მოწოდებას

2017-06-19



ირაკლი კობახიძე კონსტიტუციურ მონარქიაზე პლებისციტის ჩატარებას არ გამორიცხავს.

როგორც პრლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პატრიარქის თითოეული მოწოდება მნიშვნელოვანია.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან, მათ შორის ვისაუბრეთ იმ განცხადებებზე, რომელიც კონსტიტუციურ მონარქიას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს პატრიარქის თითოეულ სიტყვას და მოწოდებას. მისი სიტყვების მნიშვნელობა დიდია და სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ყველა მართვის სისტემას აქვს უპირატესობები, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიას აქვს უპირატესობები. პატრიარქმაც ბრძანა, რომ მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი. სერიოზული პლუსები აქვს და ჩვენ შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქროთ ამაზე. თუ იქნება პირობები, ეს შეიძლება", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პლებისციტის შესაძლო ჩატარებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია.

"ფართოდ უნდა იყოს გამოკითხული საზოგადოების აზრი. მხოლოდ ასეთ პირობებში მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა კობახიძემ.