შუახევში ღონისძიება სახელწოდებით „შეზღუდულ შესაძლებლობებთან ერთად გაზრდა“ გაიმართა

,,შეზღუდულ შესაძლებლობებთან ერთად გაზრდა“- სახელწოდებით ღონისძიება დღეს შუახევის კულტურის ცენტრის ეზოში გაიმართა.

მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ, აოსოციაცია ,,იმედი ჰანდიკაპი“-ს პრეზიდენტმა მარი კლერ ორსემ, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელმა სოფიო ბაკურაძემ, UNICEF-ის საქართველოს წარმოამდენელმა მაგული შაღაშვილმა და სხვებმა.

ბავშვების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა კონცერი გამართეს. ღონისძიების დასასრულს 40 შშმ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.

ბავშვებისათვის მოეწყო ალაფუშეტი. ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა შუახევის ,,ქალთა ოთახში“ გადაინაცვლეს, სადაც ისაუბრეს დღის სარეაბილიტაციო ცენტრიც მოწყობაზე,რომელიც მალე შუახევის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გაიხსნება. სარეაბილიტაციო ცენტრი შუახევის დაბაში, ყოფილი უნივერმაღის ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსდება.

გამგებლის ტარიელ ებრალიძის განცახდებით ცენტრში მომსახურება უფასო იქნება :- ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები და „შუახევი ჰესის“ მშენებელი კომპანია ფინანსურ დახმარებას გვპირდება, პირველ ეტაპზე სპეციალისტებს მოვიწვევთ, შემდეგ ადგილზე არსებულ კადრებს გადავამზადებთ, რომ მოწვეულ კადრებზე დამოკიდებული არ ვიყოთ. რაც შეეხება სარეაბილიტაციო კურსს, ჩვენს ცენტრში მომსახურება უფასო იქნება.

(NS)