გურჯაანში, სარწყავ არხში 57 წლის მამაკაცი და 6 წლის ბავშვი დაიხრჩვნენ

2017-07-14



გურჯაანში, სარწყავ არხში 57 წლის მამაკაცი და 6 წლის ბავშვი დაიხრჩვნენ, - ინფორმაციას GPB ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, მამა შვილთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

6 წლის ბიჭის ცხედარი სამაშველო სამასახურმა დღეს გამთენიისას სოფელ ვეჯინთან სარწყავ არხში იპოვა. მამის საძიებო სამუშაოები კი, ამ დრომდე გრძელდება. 

არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი სავარაუდოდ, სოფელ ჯიმითიდან არიან და მამაკაცი გურჯაანის ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა. 

ადგილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.