Freedom house - მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია მცირედით გაუარესდა

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია მცირედით გაუარესდა, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული.  

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მედიის თავისუფლების კუთხით საქართველომ 4.25 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2014-2017 წლებში - საქართველოს ქულა 4.00 იყო.

"პოზიციის გაუარესება უკავშირდება საზოგადოებრივი მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ კი, რედაქციის პოლიტიზირებას, ასევე დამოუკიდებელ (კრიტიკულ) ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ზეწოლას, ასევე, პრო-სახელისუფლებო ტელეკომპანიების მფლობელებს შორის კონდოლიდაციას", - ნათქვამია ანგარიშშია.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის დანიშნვას უკავშირდება, არხზე პოლიტიკური გადაცემების დახურვა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ვასილ მაღლაფერიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ არხზე მუშაობდა.

ამასთან,  Freedom House-ში ამბობენ, რომ საერთო ჯამში საქართველოში პლურალისტური მედია გარემო.