პრეზიდენტი სასჯელაღსრულების მინისტრს და შეწყალების კომისიას 19 აპრილს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს 19 აპრილს შეხვდება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, კოალიცია "ქართული ოცნება" და "ევროპული საქართველო" პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას ახორციელებს.

"იმ სრულიად არაადეკვატური და ბინძური კამპანიის ფონზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით აწარმოა კოალიციამ "ქართული ოცნება" და "ევროპულმა საქართველომ" მივესალები მინისტრ კახიშვილის ძალიან კონსტრუქციულ, საქმიან პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დღეს მქონდა კომუნიკაცია ბატონ მინისტრთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ ხუთშაბათს შედგება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შორის", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.