(NS)

" />
შუახევში ზურაბ გორგილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

შუახევის კულტურის სახლში პოეტ ზურაბ გორგილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

საზეიმო საღამოზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეპიზოდები ზურაბ გორგილაძის ცხოვრებიდან, წაიკითხეს სახალხოდ ქცეული ლექსები და პოეზიის მარგალიტები პოეტის შემოქმედებიდან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, პოეტები ცისანა ანთაძე, ბელა ქებურია,ზურაბ გორგილაძის მეუღლე ლეილა დავითაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სხვები.

საღამო მუსიკალურად გაამრავალფეროვნა ფოლკლორულმა ანსამბლებმა „შუახევი'', ,,ფესვები“, ,,ნაია“, ,,ჭვანა“, ,,მარეთი“. ზურაბ გორგილაძემ სიცოცხლეში 16 კრებული გამოსცა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი 3 წიგნი დაიბეჭდა. იყო საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.

(NS)