19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს ბრალი წარედგინა

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც მკვლელობას გულისხმობს.

როგორც ოლგა გეჯაძემ განაცხადა, აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, უცნობია, აღიარებს თუ არა ბრალდებული დანაშაულს. 

შეგახსენებთ, 19 წლის გოგო თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 16 ივლისს მოკლეს. ბრალდებული გოგონას ბიძაშვილია.