დღეს კანის 71-ე კინოფესტივალი გაიხსნება

დღეს კანებში რიგით 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. 

საკურორტო ქალაქში კინოხელოვანები შეკრებას რამდენიმე საათში დაიწყებენ. კანში უკვე ჩავიდნენ ფესტივალის ჟიურის წევრები. წელს ჟიურის მსახიობი კეიტ ბლანშეტი უხელმძღვანელებს. ამასთან, ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად საკონკურსო ნამუშევრებს ავა დიუ-ვერნე, კრისტინ სტუარტი და ლეა სეიდუ შეაფასებენ.

საკონკურსო ნამუშევრებში სულ 21 ფილმია შესული. კინოფესტივალი ირანელი რეჟისორის ფილმის ჩვენებით გაიხსნება, სადაც მთავარი როლები პენელოპა კრუზმა და ჰავიერ ბარდემმა შეასრულეს.ფილმის სახელწოდებაა - "ყველამ იცის".

ფესტივალი 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ვინ გახდება ფესტივალის მთავარი ჯილდოს-"ოქროს პალმის რტოს" მფლობელი 19 მაისს გახდება ცნობილი.