ფრიდონ ფუტკარაძემ მუკუტაძეების ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტში ქედის, შუახევისა და ხულოს დეპუტატთან ანზორ ბოლქვაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ,,უკიდურესად გაჭირვებული ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის” პროგრამის ფარგლებში, სოფელ ჯაბნიძეებში ვლადიმერ მუკუტაძის ოჯახი მოინახულეს.

ხელმძღვანელმა პირებმა მუკუტაძეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.

საახალწლო ნობათი აღნიშნული კატეგორიის 12 ოჯახს გადაეცა.

 

(NS)